Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Veli.Store
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

კომპანიის შესახებ:

ველის მისია საქართველოში e-commerce-თან დაკავშირებული სტერეოტიპული წარმოდგენების ცვლილება და ახალი სტანდარტის დამკვიდრებაა.

ჩვენი ინოვაციური პლატფორმით, მომხმარებლებს ვუმარტივებთ ყოველდღიურობას და ვეხმარებით, დაზოგოს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, დრო.

ვინ ქმნის VELI.store-ს?

ველის ქმნიან ღია, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად სიახლეს სწავლობენ და ცოდნას ერთმანეთს უზიარებენ.

ველის ყველა წევრი საერთო მიზნისთვის ვერთიანდებით და ადამიანებს განსაკუთრებულ მომენტებს ვუქმნით

veli.store-ს გუნდი ეძებს ბუღალტერს.

ძირითადი მოვალეობები:

** საბანკო ოპერაციების, იმპორტისა და შესყიდვების პროცესების განხორციელება;
** პირველადი დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურების, ინვოისების, ჩამოწერის
აქტიების) წარმოება/აღრიცხვა;
** მთავარი ბუღალტერის მხარდაჭერა ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში;
** ფინანსური ანგარიშგებისა და ანალიზის პროცესში ჩართულობა;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსები/ბუღალტრული აღრიცხვა)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS EXCEL სრულყოფილად)
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

მდებარეობა: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის N8
სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: recruitment@veli.store სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ბუღალტერი".


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.