სადისტრიბუციო კომპანია "ზახარი", რომელიც ოპერირებს ყოველდღიური მოხმარებისა (FMCG) და საყოფაცხოვრებო საქონლის ბაზარზე და წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს საქართველოში სამუშაოდ იწვევს ენერგიულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე პირებს, რომელთაც აქვთ სურვილი, იმუშაონ მძღოლი-ექსპედიტორის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობიდან პროდუქციით მანქანის დატვირთვა;
** პროდუქციის მიწოდება დანიშნულების ადგილას სავაჭრო ობიექტების პასუხისმგებელი პირებისთვის დროულად და შეფერხების გარეშე;
** გაუყიდავი პროდუქციის საწყობში დაბრუნება;
** მანქანის ტექნიკური გამართულობის მეთვალყურეობა, სარემონტო სამუშაოების საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პირების დროული ინფორმირება;
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა (B და C კატეგორია);
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მძღოლი-ექსპედიტორის თანამდებობაზე (სასურველია);
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
პირობები:
** მდებარეობა: თბილისი
** გრაფიკი: სრული
** დასვენება: შაბათი-კვირა
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო საათები: 09:00-18:00
** ხელფასი: 1800 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: info@zakhar.ge და აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.