Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის სამეურნეო - ადმინისტრირების დეპარტამენტში მძღოლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებსა და თბილისში;
** ხელმძღვანელი პირების მითითების შესრულება;
** ავტომობილის ტექნიკური მხარის კონტროლი;
** ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოვლა, პატრონობა;
** საწვავის წვის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B და C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება;
** ქალაქის და რეგიონების კარგად ცოდნა და კოორდინაცია;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
** შრომისმოყვარეობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა.
** ანაზღაურება: 1600 ლარი (დარიცხული)
** მისამართი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5

აღნიშნული პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 577 553321.

აპლიკაციის გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მძღოლი სამეურნეო - ადმინისტრირების დეპარტამენტში;

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.