Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: iTechnics
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, კომპანია "iTechnics"-ში ველოდებით ძალიან ენერგიულ, განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებულ კანდიდატებს მოლარის პოზიციაზე თბილისის სხვადასხვა ფილიალებში.

ჩვენ გპირდებით:

** გუნდს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ერთმანეთის დახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გამჭვირვალე და ღია კომუნიკაცია, და რაც მთავარია მეგობრული თანამშრომლები
** გამჭვირვალე საბონუსე სისტემას
** ფასდაკლებებს
** პროფესიულ ტრენინგებსა და გასვლით თიმბილდინგებს
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს
** ჯანმრთელობის დაზღვევას (6 თვის შემდეგ)
** Fitpass თანადაფინანსებას (6 თვის შემდეგ)

სამუშაო პირობები:

** განაკვეთი: სრული განაკვეთი (10:00-19:00 და 13:00-22:00 ცვლებით);
** დასვენება: კვირაში 2 დღე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** ფასების ყოველდღიური კონტროლი;
** გაყიდული პროდუქციის შესახებ პროგრამაში ინფორმაციის გატარება;
** ზედნადებების, ინვოისის გამოწერა;
** სალაროს ოპერაციების წარმოება;
** უნაღდო და ნაღდი ანგარიშსწორების წარმოება;
** დიპლომატიური პირისთვის ანგარიშფაქტურის გამოწერა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის აქციების შეთავაზება და დანიშნულებისამებრ გადამისამართება კონსულტანტთან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** სისხარტე და ოპერატიულობა;
** ლოგიკური საკითხების გადაწყვეტის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც მხარს უჭერს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და თანასწორი უფლებების გამოყენებას კომპანიაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: vacancy@itechnics.ge და subject ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"iTechnics" გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.