Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: შემომავალი გადაზღვევის მენეჯერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას შემომავალი გადაზღვევის მენეჯერის პოზიციაზე შემომავალი გადაზღვევის დეპარტამენტში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)
სამუშაო ადგილმდებარეობა: დავით აღმაშენებლის ხეივანი #66ა (სათავო ოფისი)

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული კლიენტებისთვის ახალი გადაზღვევის პროდუქტების შეთავაზება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება და კომპანიის მომსახურების შეთავაზება;
** კლიენტისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროულად მომზადების კოორდინაცია და მიმოქცევის კონტროლი;
** ანდერაიტინგის განყოფილებასთან გადაზღვევის პირობებისა და ტარიფის შეთანხმება;
** არსებული კლიენტების გადაზღვევის პრემიების დროულად დაფარვების და დავალიანებების კოორდინაცია და კონტროლი;
** პოტენციური კლიენტებისთის პრეზენტაციის მომზადება და მიწოდება, გადაზღვევის მომსახურების გაცნობის მიზნით;
** პარტნიორ კომპანიებთან, კლიენტებთან, საბროკეროებთან ურთიერთთანამშრომლობა და გადაზღვევის განხორციელების ხელშეწყობა;
** სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებული პრეზენტაციების მომზადება/განახლება.
** კლიენტების მოთხოვნის შესაბამისად გადაზღვევის პროდუქტების სრულყოფისა და გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მომსახურების, დაზღვევის და/ან გადაზღვევის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის მართვის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და გადანაწილების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ცვალებად გარემოში სწრაფად და მარტივად ადაპტაციის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - შემომავალი გადაზღვევის მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.