Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: შერჩევის სპეციალისტი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 66ა (სათავო ოფისი)
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი

ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომელთა შერჩევის პროცესის მართვა: ვაკანსიის აღწერის შემუშავება, შერჩევის მეთოდის განსაზღვრა, ვაკანსიის გავრცელება და აპლიკანტების მოძიება სხვადასხვა არხების გამოყენება;
** მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრებებისა და ტესტირებების დაგეგმვა, ჩატარება და ამ გზით კანდიდატთა შერჩევა;
** ალტერნატიული მეთოდების გამოყენებით ტალანტების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** დასაქმების ფორუმებში მონაწილეობა, უნივერსიტეტებთან ურთიერთობა, სტუდენტებთან შეხვედრებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება;
** აპლიკანტთა ბაზების წარმოება, მონაცემების აღრიცხვა, შერჩევის პროცესის ანალიზი და რეგულარული რეპორტების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეკრუტინგის/პერსონალის შერჩევის მიმართულებით;
** სასურველია საბანკო ან/და სადაზღვევო სფეროში მუშობის;
** ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** მოლაპარაკების წარმართვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება და სისხარტე
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** ორგანიზებული და მოწესრიგებული
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** აქტიური მოსმენის უნარი

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2024 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - შერჩევის სპეციალისტი

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.