Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ნეოტექი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

კომპანია "ნეოტექი" - უსაფრთხოების სისტემების ლიდერი კომპანია.

2005 წლიდან ჩვენ ვქმნით უსაფრთხოების სისტემების "თანამედროვე გადაწყვეტილებას".
ჩვენი მისიაა, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით წვლილი შევიტანოთ უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნაში.

ჩვენ ვქმნით კომპეტენტურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

კომპანია "ნეოტექი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საწყობის მენეჯერი.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სრული/არასრული;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მუშაობის;
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** გუნდთან მუშაობის/მართვის უნარები;
** საწყობის საოპერაციო პროცესების მართვის უნარები.

ფუნქცია-მოვალეობა:

** საწყობის საოპერაციო პროცესის დაგეგმვა/მართვა/კონტროლი;
** პროდუქციის ინვენტარიზაციის პროცესის შემუშავება/მართვა;
** სასაწყობე ნაშთების კონტროლი და პროგრამული ანალიზი;
** პროდუქციის მიღება-გაცემის პროცესის ორგანიზება/კონტროლი;
** საწყობში არსებული პროდუქციის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** მარაგების ბრუნვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება/კონტროლი;
** დაქვემდებარებაში მყოფი გუნდის მართვა,
** შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** საწყობში უსაფრთხოების წესების დაცვის მონიტორინგი;
** თანამშრომელთა განვითარების და სამოტივაციო სისტემების ინიცირება/დანერგვა.

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** დაგეგმარების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@neotech.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ: "საწყობის მენეჯერი".

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
კომპანია "ნეოტექი" გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.