Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: რეგისტრაციის ოფიცერი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს რეგისტრაციის ოფიცრის ვაკანსიას ისნის ფილიალში.

სამუშაო ადგილი: ნავთლუღის ქუჩა N11-13
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის მიღება და შესაბამის ექიმთან გადამისამართება;
** რიგის კონტროლი;
** პაციენტის ჩაწერა ექიმთან.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო ან ჯანდაცვის ფაკულტეტი);
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (Word, Excel);
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე);
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr_clinic@aversi.ge და ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: რეგისტრაციის ოფიცერი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებას!

https://www.aversiclinic.ge/


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.