Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: TKT.ge-ის სალაროების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

"TNET" (TechnologyNetwork) წარმოადგენს ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას საქართველოში რომელიც TBC PLC ჯგუფის წევრია.

"თინეთი" 10 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.

"თინეთში" შემავალი ციფრული პროდუქტები 4 ძირითადი მიმართულებით არის წარმოდგენილი: ცხოვრების სტილი, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება (Super APP, Myauto.ge, Myhome.ge, Mymarket.ge, Myparts.ge, Myshop.ge, Vendoo.ge, Swoop.ge, Tkt.ge, Livo.ge)
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, UX/UI designer-ის პოზიციაზე!

TKT.ge - ს გუნდში ვეძებთ სალაროების მართვის მენეჯერს!

შენი როლი "თინეთში":

** თბილისის მასშტაბით მუდმივი სალაროს მართვა (მარაგების კონტროლი, მოლარესთან კომუნიკაცია, ორგანიზატორისთვის საჭირო ბილეთების დაბეჭდვა);
** პერიოდული სალაროს მენეჯმენტი (საქართველოს მასშტაბით სალაროების გახსნა, ინვენტარით უზრუნველყოფა, ადამიანური რესუსრის მოძიება).
** დღის დახურვა (ფინანსური ანგარიშსწორება ბუღალტერიასთან).

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია კანდიდატს ჰყავდეს პირადი ავტომობილი.

"თინეთში" დაგხვდება:

** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge;
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.