Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: სტაჟირება SEO სპეციალისტი
მომწოდებელი: ალპაკა
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

"ალპაკა" პირველი ქართული სპეციალიზებული SEO სააგენტოა, რომლის მთავარი ამოცანა ბიზნესების ზრდა, განვითარება და ცნობადობის ამაღლებაა.

საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის მიზანია, ვებგვერდი სასურველ სიტყვებზე გამოჩნდეს საძიებო შედეგების (მაგ: Google, Bing, Yahoo) პირველივე გვერდზე, რაც ავტომატურად ნიშნავს დიდი რაოდენობით ვიზიტორებს, გაზრდილ ტრაფიკსა და კონვერტაციებს.

შპს "ალპაკა" აცხადებს სტაჟირებას SEO სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რამაზ ჩხიკვაძის N16.
ანაზღაურება: 700 ლარი (NET)

ჩვენ გთავაზობთ:

** მზარდ ანაზღაურებას + Stock option-ებს;
** მრავალწლიანი გამოცდილების მქონე SEO სპეციალისტებთან მუშაობასა და მუდმივ განვითარებას;
** დინამიურ გარემოს;
** ლოკალურ და გლობალური ბაზრისთვის განკუთვნილ პროექტებში მუშაობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** AI პლატფორმების გამოყენებისა და მათთან მუშაობის შესაძლებლობას.

ფუნქცია მოვალეობები:

** დამკვეთებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების დადგენა და ინფორმაციის მიწოდება SEO სერვისების შესახებ;
** საძიებო სიტყვების კვლევა და დახარისხება;
** საიტების ტექნიკური გადამოწმება, შეფასება და ანალიზი;
** კონტენტ სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** კვარტალური ამოცანების განსაზღვრასა და შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
** ყოველთვიური რეპორტინგი და წარდგენა დამკვეთებთან;
** Off-page SEO ფარგლებში, სოციალური მედიის შემოწმება და რეკომენდაციების გაცემა;
** საჭიროების შემთხვევაში, AI ინსტრუმენტების დახმარებით SEO პროცესების გაუმჯობესება/გამრავალფეროვნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის B2-C1 დონეზე ცოდნა (სამუშაო დონეზე);
** განათლება SEO მიმართულებით;
** White Hat SEO-ს სრულფასოვნად დაუფლების სურვილი.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** მუდმივი განვითარებისა და ახალი სტანდარტების შექმნის სურვილი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მიზანდასახულობა;
** გუნდურობა;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** სტრატეგიული ხედვა.

შერჩევის პროცედურის ეტაპებია:

** განაცხადის შევსება;
** ტექნიკური დავალება;
** გასაუბრება;
** დასაქმება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი და გამოაგზავნოთ CV მითითებულ ლინკზე - https://alpaca.ge/vacancy/junior-seo/

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.