Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: სამშენებლო უბნის მენეჯერი
მომწოდებელი: აპარტ გრუპი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

სამშენებლო კომპანია "აპრტ ქონ"-ი, რომელიც ახორციელებს მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს საქართველოს ბაზარზე აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო უბნის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტზე სამუშაოებისათვის საჭირო მასალებისა და ინსტრუმენტების მოთხოვნა და გამოწერა ელექტრონულად
** მიღებული მასალებისა და ინსტრუმენტების მითვლა, მიღების დადასტურება და შესაბამის სამუშაოთა მწარმოებლებზე გადაწერა.
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების პროექტის შესაბამისად წარმოების უზრუნველყოფა
** ობიექტზე მომუშავე პერსონალის ზედამხედველობა და სამუშაოების განაწილება შესაბამისად
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველთვიურად განწესების შედგენა და წარდგენა ტექნიკურ განყოფილებაში, ბუღალტერიაში.
** პერსონალის სახელფასო ტაბელის შედგენა, გასაცემი ხელფასების დათვლა წინასწარ გაწერილი კოეფიციენტების შესაბამისად
** მომსახურების გამწევი ფიზიკური პირების/ქვეკონტრაქტორების სამუშაოების ზედამხედველობა, შესრულებული სამუშაოების ჩაბარება, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება ყოველთვიურად დადგენილი ვადების დაცვით და წარდგენა შესაბამისად
** პერსონალის, მათ შორის მომსახურების ხელშეკრულებით მომუშავე პერსონალის მოძრაობის აღრიცხვა, დროის მართვა და გადანაწილება
** მიღებული, გათავისუფლებული და გადაადგილებული პერსონალის დოკუმენტაციის მოგროვება და კომუნიკაცია ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სარემონტო, სამონტაჟო, სამშენებლო სამუშაოები და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა
** სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტაციასთან მუშაობა
** Ms Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო პროექტებში ჩართვის და განვითარების შესაძლებლობას.

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზუმე შემდეგ მისამართზე: hr@apartgroup.com არა უგვიანეს 2024 წლის 20 დეკემბრისა.

გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სამშენებლო უბნის მენეჯერი-ბათუმი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.

რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.