Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: ჰანიველ ცემენტი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

"ჰანიველ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში, ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. "ჰანიველ ცემენტი" კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად "ჰანიველ ცემენტი" ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

კომპანია "ჰანიველ ცემენტი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე ბორჯომში, ბეტონის მწარმოებელ ქარხანაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ბორჯომი
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი ცვლა, 1 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქარხნის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა
** ვიზიტორთა, კონტრაქტორთა და თანამშრომელთა გაკონტროლება სპეცაღჭურვილობის გამოყენებასთან დაკავშირებით
** უსაფრთხოების სისტემების მუდმივი მონიტორინგი და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** ქარხანაში შემოსული ინერტული მასალის კონტროლი
** კომპანიის შიდა დადგენილებებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა
** მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება იგივე პოზიციაზე
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პრობლემის დროულად აღმოფხვრის უნარი
** ორგანიზებული
** პუნქტუალური

არსებული ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა საუკეთესო პირობებით

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი CV ელმისამართზე: vacancy@cement.ge ან მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - დაცვის თანამშრომელი (ბორჯომი).

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც "ჰანიველ ცემენტისთვის" ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, "ჰანიველ ცემენტის" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰანიველ ცემენტმა" შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

"ჰანიველ ცემენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

"ჰანიველ ცემენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.