Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

სამშენებლო კომპანია შპს "CONSTRUCTION SERVICE" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: მაღალი (კვალიფიკაციის შესაბამისად)
სამუშაო ადგილი: რუსთავი

ძირითადი მოვალეობები:

** HR პოლიტიკის/სტრატეგიის განსაზღვრა;
** თანამშრომელთა შერჩევა/დაქირავების პროცესის სრულად მართვა (რეკრუტინგი)
** მონაცემთა ბაზის მუდმივ რეჟიმში განახლება (თანამშრომელთა რეგისტრაცია, დანიშვნა, დაწინაურება, დაქვეითება, ხელფასის ცვლილება, გათავისუფლება) და შესაბამისი ბრძანებების წარმოება;
** შვებულებების, მივლინებების, გაცდენების და დასწრების აღრიცხვა / კონტროლი;
** HR მიმართულების კვლევებსა და შეფასებებში მონაწილეობის მიღება (მაგ. თანამშრომელთა კმაყოფილება, გამოსაცდელი ვადის შეფასება და ა.შ.);
** კომპანიის საკადრო დოკუმენტაციის მართვა;
** ადამიანური რესურსების დეპარტამენტში ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის განხორციელება;
** საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისა და ახალი წინადადებების ინიცირება/განხორციელება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სოციალური მეცნიერებების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება HR მენეჯერის პოზიციაზე, სასურველია სამშენებლო ან მრეწველობის სექტორში.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა, HRIS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
** შრომის კოდექსისა და სხვა დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების ცოდნა.

ჩვენ ძალიან გვიხარია შენი რეზიუმეს მიღება! გამოგვიგზავნე CV ელ.ფოსტაზე vacancy@cs.ge და არ დაგავიწყდეს მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს"Construction service`დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან,

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში.
თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.