Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ხარისხის მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: IndigoCars
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

ავტოიმპორტიორი კომპანია "IndigoCars" საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 5 წელია. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს მანქანის შეძენასთან დაკავშირებულ ხარისხიან, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას. კომპანია სანდო და სტაბილური პარტნიორებისა და მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ავტოექსპერტების დახმარებით უზრუნველყოფს როგორც ავტომობილის შერჩევას, ასევე მის ტრანსპორტირებას საქართველომდე.

ავტოიმპორტიორი კომპანია "IndigoCars" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

ანაზღაურება: ხელფასი 800 + ბონუსი
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათამდე
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქციები:

** მომსახურების ხარისხის მონიტორინგი;
** ფილიალებში წესრიგის მონიტორინგი;
** მომხმარებლისგან შემოსული მოთხოვნის შესაბამის განყოფილებაში გადამისამართება;
** კომპანიაში დადგენილი სამუშაო სტანდარტებით მუშაობის მონიტორინგი;
** რეპორტის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
** მსგავს, ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია.

პიროვნული მახასიათებლები:

** კეთილგანწყობა/პოზიტიურობა;
** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ.
** კომუნიკაბელურობა,
** ორგანიზებულობა,
** გუნდური მუშაობის უნარი;

კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფიტპასი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@carsindigo.com. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.