Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ასისტენტი კორპორატიული გაყიდვების გუნდში
მომწოდებელი: OneSoft
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

კომპანია "OneSoft" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების გუნდში ასისტენტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"OneSoft" წარმოადგენს ERP სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე: http://www.1soft.ge

საქმიანობის აღწერა:

** კორპორატიული გაყიდვების ასისტენტი, გუნდის მენტორთან ერთად, ჩართულია შემდეგ აქტივობებში:
** ERP სისტემების ბაზარზე არსებული მდგომარეობის მონიტორინგი
** კორპორატიული კლიენტების მოძიება
** პოტენციურ მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა
** კორპორატიული კლიენტების მონაცემთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი
** პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება
** პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოთხოვნების შესწავლა
** კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება
** პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა
** კორპორატიული შეთავაზების მომზადება და პრეზენტაცია
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
** სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი
** შიდა ანგარიშგებების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, ბიზნესის-ადმინისტრირების მიმართულებით, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
** გაყიდვების სტრუქტურის და თეორიული საფუძვლების ცოდნა
** MS Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური/ რუსული ენების კარგად ცოდნა)
** გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ERP სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

** პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიაში B2B გაყიდვების მიმართულებით სწავლას, ზრდას და განვითარებას
** ERP სისტემების შესწავლას
** გაყიდვების ინდუსტრიაში მრავალფეროვანი გამოცდილების მიღებას
** ჰიბრიდულ სამუშაო განრიგს (დისტანციურად ან/და ადგილზე - ქ. თბილისი, დავით გამრეკელის №2, ბიზნეს ცენტრი აქსის პალასი)
** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
** კონკურენტულ და მზარდ ანაზღაურებას კვალიფიკაციის შესაბამისად

ველით დაინტერესებული პირების რეზიუმეებს CV შემდეგ ელფოსტაზე: info@1soft.ge.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ასისტენტი კორპორატიული გაყიდვების გუნდში".

"OneSoft" გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.