Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ექიმი ექოსკოპისტის ასისტენტი
მომწოდებელი: ვიანი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

სს "ვიანი" - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას ექიმი ექოსკოპისტის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას #13 //ჭიაურელის 6;

ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილება ექიმი ექოსკოპისტის ასისტენტი. გრაფიკი: 8 სთ კვირაში 5 სამუშაო დღე.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის მომზადება რადიოლოგიური კვლევისთვის;
** საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** ექიმის მიერ დადგენილი დასკვნის ჩანაწერის გაკეთება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სასურველია კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:

** პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან სტუდენტის ცნობა;
** უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: Phartsvanian@vian.health ან დაგვიკავშირდით: +995 551 52 11 11.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.