Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ციფრული მარკეტერი
მომწოდებელი: Citrus.ge
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

"Citrus.ge" - ქართული ინოვაციური პროექტია, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მომხმარებლისთვის მათ სურვილებზე მორგებული ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა და ონლაინ შოპინგის მარტივი პროცესის ორგანიზებაა. "Citrus.ge" - ზე ხელმისაწვდომია 40 000 - ზე მეტი დასახელების უნიკალური პროდუქტი, 300 პარტნიორი კომპანიისგან.

კომპანია "ციტრუსი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტერის პოზიციაზე.

რისი კეთება მოგიწევს:

** მარკეტინგის გუნდთან ერთად კომპანიის სტრატეგიების დაგეგმვა და ბიუჯეტირება, მარკეტინგული კომუნიკაციის არხების განსაზღვრა და განვითარება;
** ყოველთვიური ბიუჯეტის მომზადება, რესურსების ოპტიმალურად გადანაწილება და შესრულების კონტროლი;
** კომპანიის ციფრული მედიის გვერდების ყოველდღიური მართვა, კალენდრის შესაბამისად მათზე მასალების განთავსება;
** სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და შესაბამისი თარგეთირება;
** ციფრული არხების ანალიტიკა და რეპორტების მომზადება, შედეგების მიხედვით რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება

რისი ცოდნა დაგჭირდება:

** სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის პრინციპების ცოდნა და მათზე მუშაობის გამოცდილება (Meta Business Suit, SEO, Meta Ads Manager; Linkedin, Google Analytics, Google Ads - ის ცოდნა)
** ინგლისური ენის ცოდნა
** აუცილებელია ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

საჭირო უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრეატიული აზროვნება.

სამუშო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი
** ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით;
** სამუშაო გარემოს, სადაც შესაძლებლობები ყველა თანამშრომლისათვის თანაბარია;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: join@crocoshop.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "ციფრული მარკეტერი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრების ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ - www.citrus.ge

თქვენ მიერ რეზიუმეს გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. ანიჭებთ შპს ციტრუსს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

"ციტრუსი" კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.