Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: კორპორატიული გაყიდვებისა და მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვებისა და მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე

დასაქმების ადგილი - თბილისი, გურამიშვილის გამზირი, #23ა
დაქვემდებარება - კორპორატიული გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ (1 სთ შესვენება)
ანაზღაურება - ფიქსირებული 1200 ლარი + საბონუსე ანაზღაურება
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ანაზღაურებადი)

დამატებით სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** FitPass (კორპ. პირობებით)
** ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
** კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება

ფუნქცია - მოვალეობები:

** კორპორატიული გაყიდვების გეგმის შედგენაში მონაწილეობა;
** კომპანიის პროდუქტის სიღრმისეული შესწავლა/ცოდნა;
** კორპორატიულ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება, მათი მოთხოვნების შესწავლა და კორპორატიული შეთავაზებების შემუშავება;
** ახალ და არსებულ პარტნიორებთან ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა, კონტრაქტისა და გადახდების ვადების კონტროლი;
** პარტნიორებთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის მიზნით, კომუნიკაცია შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან;
** მომხმარებლებთან სერვისის გაუმჯობესების მიზნით, პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
** საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემების შესახებ ყოველთვიური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება - უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ან ფინანსების მიმართულებით
სამუშაო გამოცდილება - იგივე, ან მსგავსს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება

ცოდნა:

** აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა, საკომუნიკაციო დონეზე
** Excel - რეპორტინგისთვის საჭირო დონე

უნარები და შესაძლებლობები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ანალიზის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვებისა და მომსახურების მენეჯერი"

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.