Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მძღოლი-მომმარაგებელი
მომწოდებელი: ალიანს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 19 დეკემბერი

კომპანია "ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-მომმარაგებლის პოზიციაზე, ბათუმში.

ძირითადი ფუნქციები:

** საწყობის, ასევე შესყიდვებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის მენეჯერების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სამშენებლო ობიექტისთვის საჭირო წვრილმანი შესყიდვების პროცესის წარმართვა ბაზრობებზე, საყოფაცხოვრებო მაღაზიებსა თუ სხვა რელევანტურ დაწესებულებებში

მოთხოვნები:

** 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე. სასურველია გამოცდილება მშენებლობის მიმართულებით
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** B, C კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა და ავტომობილის მართვა უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება 1100 ლარი
** კორპორატიულ ნომერს
** ჯანმრთელობის დაზღვევას

გამოგვიგზავნე რეზიუმე 2024 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: hr@alliance.ge; სათაურში Contact center operator-ის დასახელებით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

ადგილმდებარეობა: 6 მარჯანიშვილის ქ. ბათუმი

გისურვებთ წარმატებას!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანს სიტი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000;

მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;

მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანს სიტის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:

** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება.

შპს "ალიანს სიტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.