Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: უმცროსი ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: ალიანს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 19 დეკემბერი

კომპანია "ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე, ბათუმში.

ვეძებთ მონდომებულ, მიზანსწრაფულ და თავდაჯერებულ ადამიანს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს დინამიკურ გუნდს.

ადგილმდებარეობა: 6 მარჯანიშვილის ქ. ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
** ობიექტის სარემონტო, სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა;
** სამშენებლო საინჟინრო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავების გამოცდილება; შედგენასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა
** დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და სხვა სახის ტექნიკურ ეკონომიკური დოკუმენტაციის შედგენის წესების ცოდნა
** საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა (MS Office), განსაკუთრებით Microsoft Excel
** უპირატესობად ჩაითვლება AutoCAD-ში და ArchiCAD-ში მუშაობის გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

** უნიკალურ მულტიფუნქციურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** გამორჩეულ სამუშაო გარემოს; პროფესიულ ზრდას და განვითარებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიქსირებულ ხელფასს 2000 ლარიდან (გამოცდილების გათვალისწინებით)

გამოგვიგზავნე რეზიუმე 2024 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: hr@alliance.ge; სათაურში "უმცროსი ხარჯთაღმრიცხველის" დასახელებით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანს სიტი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;

მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანს სიტის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:

** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება.

შპს "ალიანს სიტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.