Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ფრონტ ოფის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: დიალოგ კოხტა აპარტს
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ჩვენი მიზანია:

** შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
** განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჟამად, 134-ნომრიანი ახალაშენებული აპარტსასტუმრო "დიალოგ კოხტა ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ბაკურიანი

საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის საცხოვრებელსა და ტრანსპორტირებას.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და განთავსება, სტუმართა კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** სტუმრებთან აქტიური კომუნიკაცია, სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება, ელფოსტაზე შემოსული კორესპონდენციის მართვა და გადამისამართება;
** სტუმრის მიერ გადასახდელი/გადახდილი თანხების აღრიცხვა და გადახდების მუდმივი კონტროლი;
** დასუფთავების დეპარტამენტის ინფორმირება Check-in და Check-out-ზე;
** დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად ყოველკვირეული სამუშაო ცხრილის შემუშავება;
** მიღება-განთავსების დეპარტამენტში მომსახურების ხარისხის, თანამშრომლების საქმიანობის და დისციპლინის შემოწმება;
** თანამშრომლებისთვის ტრენინგების უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** სასტუმროს ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებისა და მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** MS Office - ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც მიმართულია თანამშრომლის განვითარებაზე;
** კვებით უზრუნველყოფას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dialoghotels@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ფრონტ ოფის სუპერვაიზერი".

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებას გისურვებთ!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.