Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ლგ ტრანსი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

"ლგ ტრანსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბიზნეს ცენტრი "ატრიუმი"
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00 - 19:00

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების დროული და ზუსტი შესრულება;
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) პროგრამული გატარება;
** RS.GE-ზე მუშაობა, ელექტრონულად მოსული დოკუმენტაციის დროული დამუშავება და აღრიცხვა, ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება;
** სალაროს შემოსავლების აღრიცხვის ჯგუფის მონაცემებისა და RS.GE-ს რეპორტის მონაცემების შედარება და სხვაობების გამოვლენა/შესწორება;
** საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების აღრიცხვა, ანგარიშვალდებული პირების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ნაშთების კონტროლი;
** ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა, ძირითადი საშუალებების ტრანზიტების გასწორება;
** საიჯარო და სხვა შემოსავლების დარიცხვა, აქტების საფუძველზე შემოსავლების კორექტირება
** საიჯარო ვალდებულებების, სამივლინებო ხარჯებისა და სხვა ტიპის ხარჯების აღრიცხვა;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და შედარების აქტების გაფორმება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
** საბუღალტრო პროგრამა ORIS-ის ცოდნა
** სასურველია ACCA-ს საკვალიფიკაციო ხარისხი;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: niniashvili.sh@gmail.com


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.