Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: Experts for Solutions
გამოქვეყნდა: 4 დეკემბერი / განცხადების ვადა: 4 იანვარი

"EXPERTS FOR SOLUTIONS" საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე ოპერირებს არაერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სერვისით, რომელთა შორის წამყვანი პროფესიული ჯანდაცვა, შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა, ასევე მშენებლობის ხარისხის კონტროლია. მისი მისიაა უწყვეტი განვითარებით შექმნას ყველაზე სანდო საკონსულტაციო მომსახურების ეკოსისტემა სამშენებლო სექტორში. შესაძლებლობა, სადაც ნებისმიერი მომხმარებელი, იურიდიული თუ ფიზიკური პირი მიიღებს სწრაფ და კანონმდებლობასთან შესაბამის სერვისს ხელმისაწვდომი ღირებულებით - ხარისხზე კომპრომისის გარეშე. "EXPERTS FOR SOLUTIONS"-ის მიზანი ბიზნეს სექტორში საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრირებაა. შესაბამისი რეგულაციების უზრუნველყოფისთვის, კომპანიის გამოცდილი ექსპერტები პარტნიორ მხარეებს წარმატებულ გამოცდილებას უზიარებენ.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.efs.ge/

"Experts for Solutions" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ფოთი

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტ (ებ)ის მონიტორინგი და ანგარიშგება;
** კანონით განსაზღვრულ ვადებში რისკების შეფასების დოკუმენტის წარმოება/განახლება;
** კანონით განსაზღვრულ ვადებში ინსტრუქტაჟების ჩატარება;
** იზრუნოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად  შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე;
** მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა;
** განახორციელოს ინსპექტირება შრომის უსაფრთხოების კუთხით;
** რეპორტინგის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სამშენებლო სფეროში;
** სავალდებულოა სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის/ დიპლომის ფლობა;
** შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** ახალ გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი / 9:00 - 18:00 საათი);
** ანაზღაურება: 1500 ლარი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (СV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2025 წლის 4 იანვრამდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "Experts for Solutions" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "Experts for Solutions" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.