Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 4 დეკემბერი / განცხადების ვადა: 4 იანვარი

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ, ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: 09:00 - 18:00 სთ ან 10:00 - 19:00 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლინიკის ბიზნეს პროცესების მართვა, მონიტორინგი და მუდმივი განვითარება;
** კლინიკის განვითარებაზე ზრუნვა, არსებული სერვისების გაუმჯობესება და ახალი პროექტების დანერგვა;
** ახალი სერვისების/პროექტების საჭიროების დადგენა/განხორციელება;
** კლინიკის შემოსავლების ზრდაზე ზრუნვა;
** მომხმარებელთა მოზიდვაში ჩართულობა;
** ექიმებთან ორმაგი ვიზიტების დაგეგმა/განხორციელება;
** პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო ხარისხის მართვა;
** კლინიკაში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, პროცესის მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
** პერიოდული რეპორტინგის წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია - ბიზნეს ადმინისტრირების ან სამედიცინო/ ჯანდაცვის მიმართულებით)
** კლინიკის მენეჯერის ან უფროსი სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** შესაბამისი კანონებისა და მოთხოვნების ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა/დეტალებზე ორიენტირებულობა.
** კომუნიკაბელური;
** გუნდის მართვის უნარი;
** სტრატეგიული ხედვის, დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.

ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.

თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.