"Melt" აცხადებს ვაკანსიას გუნდის წევრის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ვაკანსიის აღწერა:
თუ დაიღალე შაბლონური ვაკანსიებით, ერთფეროვანი სამუშაო მოთხოვნებით, მაშინ ეს შემოთავაზება შენთვისაა.
"Melt" ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ თანამშრომლებს, რომლებიც შემოუერთდებიან ჩვენს პროფესიონალურ გუნდს სამზარეულოში.
კომპანია "Melt"-ი არის ინოვაციებზე ორიენტირებული გუნდისგან შემდგარი კომპანია, ჩვენი მიზანია, ყოველდღიური ერთფეროვანი კერძები გადავაქციოთ დაუვიწყარ გამოცდილებად, პრემიუმ ინგრედიენტების, მდგრადი პრაქტიკის და მომსახურების მაღალი ხარისხის მიწოდებით.
მოვალეობები:
** კერძების მომზადება და სერვირება რეცეპტების შესაბამისად
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება
** სამზარეულოს სისუფთავის და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა
** პროდუქტების მიღება, შენახვა და ეფექტურად გამოყენება
** გუნდის სხვა წევრებთან ეფექტური თანამშრომლობა
მოთხოვნები:
** სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ყურადღება დეტალების მიმართ
** დროის ეფექტური მენეჯმენტი და მრავალფეროვან ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი და სწრაფი ადაპტაცია
** ჰიგიენის ნორმების და დადგენილი სტანდარტების დაცვა
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო
** კონკურენტული ანაზღაურება
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გახდი პროგრესული კომპანიის გუნდის წევრი, ჩვენ დავაფასებთ შენს კრეატიულობას, თანამშრომლობას და უწყვეტ განვითარებას.
თუ მზად ხარ, განთავისუფლდე ერთფეროვნებისგან და გახდე მრავალფეროვნების ნაწილი, გამოაგზავნე CV შემდეგ მეილზე: info@Melt.ge.
"Melt"-ის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ:
https://www.melt.ge/
https://www.instagram.com/_____melt_____/