Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: აღრიცხვის მოწყობილობების ინჟინერი
მომწოდებელი: თელასი
გამოქვეყნდა: 4 დეკემბერი / განცხადების ვადა: 4 იანვარი

სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალური სისტემის (ეაის) განვითარებისა და თანხლების სამსახურის აღრიცხვის მოწყობილობების ინჟინრის თანამდებობაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური (პროფესიული) განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
** სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა: MS Office;
** რუსული ენის ცოდნა;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** სს "თელასის" ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალური სისტემის კონტროლის და მისი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა ენერგოობიექტის ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალური სისტემის (ეაის) საინფორმაციო-მზომი კომპლექსის (სმკ) და საინფორმაციო-გამოთვლითი კომპლექსის (სგკ) დონეზე.
** გაზომვის ახალი წერტილების ასახვა ეაის პროგრამაში, გაზომვის წერტილების შესახებ მონაცემების კორექტირება: აღრიცხვის მოწყობილობების, დენის ტრანსფორმატორების და ძაბვის ტრანსფორმატორების ტრანსფორმირების კოეფიციენტების, მიერთებების დასახელებების საქარხნო ნომრები და ტიპები, სააღრიცხვო და საბალანსო ჯგუფების კუთვნილება და სხვა.
** მრავალფუნქციური მრიცხველების და საკომუნიკაციო მოწყობილობების შემოწმების სამუშაოები როგორც ლაბორატორიის სტენდზე, ასევე დამონტაჟების ადგილას და გაუმართაობის მიზეზების აღმოფხვრა.
** აღრიცხვის მოწყობილობებში არსებული გაუმართაობის და შეფერხების მიზეზების დადგენა და მათი აღმოფხვრა.
** აღრიცხვის მოწყობილობებისა და კავშირგაბმულობის საშუალებების კონფიგურირება მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისად.
** ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალურ სისტემასთან დაკავშირებული საანგარიშგებო დოკუმენტაციის ფორმირება.

ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირადი ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: vakansia@telasi.ge 2024 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით. აუცილებლად ქართულ და რუსულ ენაზე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ თანამდებობა.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.