"Levels Academy" აცხადებს ვაკანსიას აკადემიური მენეჯერის პოზიციაზე.
გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი; კვირაში 5 დღე
ანაზღაურება:
** გამოსაცდელი ვადა 1 თვე - ანაზღაურება 2000 ლარი
** გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ - ანაზღაურება 3500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** აკადემიური პროცესის მენეჯმენტი და ზედამხედველობა
** სწავლების ხარისხის უზრუნველყოფა, კონტროლი და მორგება სტუდენტთა საჭიროებებზე
** მასწავლებლების მხარდაჭერა და მათი პროფესიული განვითარების სტიმულირება
** სტუდენტების მოსაზრებებისა და უკუკავშირის აღრიცხვა, ანალიზი და რეაგირება
** სწავლის პროცესში სიახლეებისა და ინოვაციების ორგანიზება
** მასწავლებლების სასწავლო პროცესისა და საქმიანობის შეფასება
** სწავლის სტანდარტების დაცვა და აკადემიური საქმიანობის მუდმივი გაუმჯობესება
** ორგანიზაციის კომერციული ინტერესების შესაბამისად სამომავლო ხედვის განვითარება, პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესების კუთხით
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობა და დავალებების შესრულება
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია განათლების სფეროში)
** მასწავლებლის საერთაშორისო სერტიფიკატი (CELTA/DELTA)
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება აკადემიური მენეჯერის და მასწავლებლის როლში
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (C1 და ზევით)
** გუნდში მუშაობის უნარი და ლიდერული თვისებები
** პასუხისმგებლობის და ორგანიზაციული უნარების გამომჟღავნება
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიანი ხელფასს
** მზარდ კომპანიას, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით
** პროფესიულ ზრდა/განვითარებას
თუ თქვენ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და გსურთ კვალიფიციურ გუნდთან ერთად მუშაობა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელფოსტის მისამართზე: hr@levels.ge დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!