"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.
მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;,
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ძირითადი მოვალეობები:
** საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად;
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
** გაყიდვების/შესყიდვების დოკუმენტაციის, ზედნადებების, ხელშეკრულებების, ანგარიშ-ფაქტურების, ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვის აქტების და ა.შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა და დაარქივება;
** სალაროების კონტროლი;
** პროგრამული დარიცხვების გაფორმება;
** მიღებული და გაცემული ანგარიშ-ფაქტურების სიზუსტისა და დადასტურების კონტროლი;
** მთავარი ბუღალტრის სხვა დავალებების შესრულება;
** კომუნიკაცია დისტრიბუტორებთან;
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (1C);
** MS Excel-ის ცოდნა;
** RS-ზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის ქ.49
დაინტერესებულ პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@biblusi.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტრის დამხმარე)
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.