სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიული, ტრავმატოლოგიური და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.
სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას ღამის დისტრიბუტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 18:00 - 09:00 ცვლიანობის გრაფიკით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კლინიკებისთვის პროდუქციის ადგილზე მიწოდება;
** მომხმარებელთან (ექიმი, კლინიკის წარმომადგენელი) ყოველდღიური კომუნიკაცია საჭიროებისამებრ;
** რეალიზებული პროდუქტის ზუსტი აღრიცხვა;
** ნაშთის აღრიცხვა კლინიკებში;
** ყოველდღიურად მიღება-ჩაბარების აქტების მიწოდება ოპერატორისათვის.
** ყოველდღიური და ყოველკვირეული დღის დაგეგმვა და რეპორტის მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საკურიერო/სადისტრიბუციო სფეროში;
** აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია უცხო ენის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** მინიმუმ 1 წლიანი მსუბუქი ავტომობილის მართვის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** კრიტიკული აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (დისტრიბუტორი).
გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.
ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.
თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.