ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საკრედიტოს მიმართულებით.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქუთაისი, წყალტუბო, სამტრედია, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლა, ხონი, საჩხერე, ზუგდიდი, სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, აბაშა, მარტვილი, ხობი, ფოთი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ბათუმი, ხელვაჩაური, ქობულეთი, თბილისი, რუსთავი, კასპი, ხაშური, ქარელი, გორი, თელავი, გურჯაანი, წნორი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, საგარეჯო, ყვარელი, მარნეული, გარდაბანი, ბორჯომი, ახალციხე, დუშეთი.
გრაფიკი: მოქნილი
ვაკანსიის რაოდენობა: ფილიალში მინიმუმ 2 სტაჟიორი.
"კრისტალი" მსხვილი ფინანსური ჩართულობის კომპანია, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 1, 200-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით მთელი საქართველოს მასშტაბით და ემსახურება 100, 000-ზე მეტ მომხმარებელს.
"კრისტალი" გთავაზობთ:
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** სტიპენდიას სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში;
** საკრედიტოს მიმართულებით სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდგომ, პროგრამა ითვალისწინებს სტაჟიორის გაყიდვების მიმართულებით დასაქმებას, რომელიც მოიცავს: არასრულ სამუშაო გრაფიკს, ფიქსირებულ და საბონუსე ანაზღაურებას.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მენტორების და სხვადასხვა სასწავლო პლატფორმების დახმარებით თეორიული ცოდნის მიღება;
** სხვადასხვა საოფისე პროგრამებში მუშაობის შესწავლა;
** გაყიდვების ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობების შესწავლა;
** მომხმარებლებთან ურთიერთობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია, თუმცა სავალდებულო არ არის უმაღლესი განათლება ან ბაკალავრის/მაგისტრატურის სტუდენტი;
** საბაზისო დონეზე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს 2024 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე, ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.