"ნავნე" არის საქართველოში უდიდესი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი, კომპანია 17 წელია მუდმივად მზარდ რეჟიმში ოპერირებს ბაზარზე და დღეს უკვე საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 23 მაღაზიის სახით.
თუ გინდა გაიზარდო და მიიღო გამოცდილება დიდი კომპანიის გუნდში, სადაც საწყობის მართვას შენს პროფესიად აქცევ და გექნება მუდმივი განვითარების საშუალება, მზად ხარ მიიღო გამოწვევები, თვლი, რომ ფლობ ეფექტურ ორგანიზაციულ უნარებს, ეძებ სტაბილურ სამსახურს მზარდი ანაზღაურებით - მაშინ შემოუერთდი "ნავნეს" გუნდს სტოკერის პოზიციაზე, ქ. თბილისი, გლდანი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვირაში 2 დასვენების დღეს და მაქსიმალურად მორგებულ გრაფიკს.
** გრაფიკი: 7 საათი (შესაძლებელია კვირაში ერთი ღამის ცვლა)
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.
** კარიერული განვითარების საშუალებას.
** მეგობრულ გარემოს, სადაც თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში შემოსული პროდუქციის მიღების, აღრიცხვისა და დასაწყობების უზრუნველყოფა
** პროდუქციის საწყობიდან გამოტანა და განთავსება
** კომპანიის ცენტრალური საწყობიდან პროდუქციის ჩაბარება
ჩვენთან წარმატებული თანამშრომლობისთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ:
** დროის მენეჯმენტს
** დეტალებზე ორიენტირებულობას
** პოზიტიურ კომუნიკაციას
** საქმისადმი დამოკიდებულებას
** დისციპლინასა და პასუხისმგებლობას
** გუნდურობას
თუ გამოცდილება ჯერ არ გაქვს, ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი ადგილზე შეგასწავლოთ, შენი მხრიდან კი ინტერესი და ჩართულობა დაგვჭირდება.
გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: hr@navne.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!