"ვიანი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის დამხმარის პოზიციაზე ბათუმში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი, აეროპორტის გზატკეცილი #64
გრაფიკი: 16 და 24 საათიანი მორიგეობა
ძირითადი მოვალეობები:
** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** საექთნო დოკუმენტწარმოება;
** შიდა უწყვეტ საექთნო განათლების სქემაში მონაწილეობა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:
** პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან სტუდენტის ცნობა;
** უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა;
** პროფესიული კოლეჯის ბებია-ქალის დიპლომი ან გადამზადების სერტიფიკატი;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 დეკემბერი, 2024
დაინტერესებული კანდიდატები დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 360 631
"ვიანი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.