"ლუკა პოლარე" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე ბათუმში.
მუშაობის გრაფიკი: კვირაში ხუთი სამუშაო დღე
ლოკაცია: ირაკლი აბაშიძის N3 (ბათუმი)
მოვალეობები:
** ახლანდელი წარმოების სისტემისა და მენეჯმენტის ანალიზი;
** წარმოების მენეჯმენტის სისტემის გამოსწორება ანალიზით აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრა;
** წარმოების პროცესებისა და სისტემის ოპტიმიზაცია ფასების შემცირების მიზნით;
** წარმოების რეცეპტების, ინსტრუქციების, მანქანა-დანადგარების მუშაობის, დასუფთავების და დეზინფექციის ინსტრუქციების და წესების შემუშავება.
** პერიოდულად ახალ რეცეპტებზე და ინსტრუქციებზე მუშაობა
** ყოველ სამუშაო დღეს არსებული პროდუქციის რაოდენობის შემოწმება
** კვირაში ორჯერ ყველა წარმოებული პროდუქციის შემოწმება
** კვირაში ორჯერ სისუფთავის შემოწმება
** ყოველთვიური სამუშაო ცხრილის შედგენა წარმოების თანამშრომლებისთვის და მისი შესრულების მონიტორინგი
** მანქანა-დანადგარების და ხელსაწყო-იარაღების შემოწმება პერიოდულად
** კვირაში ორჯერ მაღაზიებში არსებული პროდუქციის შემოწმება
** ახალი თანამშრომლების აყვანა და ტრენინგი
** ჰასპის სამუშაოებში მონაწილეობის მიღება
** ყოველთვიური ბონუსების გაცემისათვის თანამშრომელთა მუშაობის განხილვა და შეფასება;
** ზრუნვა წარმოების აღჭურვისა და გამართვისათვის
** ზრუნვა ახალი პროდუქციის ათვისებისა და დანერგვისათვის
მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინ 2-3 წლიანი გამოცდილება
** სასურველია გამოცდილება პროდუქტების წარმოების სფეროში
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook).
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პოზიტიური და ენერგიული;
** გუნდის მართვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ განაცხადი გამოგზავნოთ hrbatumi@lucapolare.com -ზე და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.