Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: გრითერი/ოპერატორი
მომწოდებელი: გრინვეი საქართველო
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / განცხადების ვადა: 11 იანვარი

"გრინვეი"თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით. გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სს "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას გრითერის/ოპერატორის პოზიციაზე:

ადგილმდებარეობები: ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა
სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე (ჯამში 40 საათი, მოქნილი სამუშაო გრაფიკი)
ანაზღაურება: 700 ლარი
ბენეფიტები: დაზღვევა, FitPass

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექდათვალიერების ცენტრში შემოსულ კლიენტებთან პირველადი კონტაქტის დამყარება;
** კლიენტების პროგრამაში დარეგისტრირება;
** სერვის ცენტრში არსებული რიგების რეგულირება, მართვა და კონტროლი;
** კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა სწრაფი გადახდის აპარატსა და უნაღდო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით;
** მომსახურების სტანდარტის, ხარისხის, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

ძირითადი მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:

** საშუალო, პროფესიული, ან უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** ყურადღება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება გრითერის/ოპერატორი, ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595950935

გაცნობებთ რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. გრინვეი - არა დისკრიმინაციას! გაცნობებთ რომ თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ინფორმაციის დამუშავების თაობაზე, მოითხოვოთ მისი გასწორება, წაშლა, განახლება, განადგურება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ სს "გრინვეი საქართველოს" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: შპს "Privacy Professionals"; მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №3; ელ. ფოსტა: privacyprofessionalsgeo@gmail.com. მონაცემების შენახვის ვადაა 3 (სამი) წელი.

გისურვებთ წარმატებებს!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.