Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: ათასწლეულის სკოლა
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / განცხადების ვადა: 27 დეკემბერი

ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალური შესაძლებლობებით და მისწრაფებებით იბადება. პიროვნების შესაძლებლობებისა და მისწრაფებების გამოვლენა, გამოყენება ხდება ცხოვრებაში, ამიტომ ჩვენი სასწავლო პროცესი არის ცხოვრება. ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები აქ და ახლა, ცხოვრებაში სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენას და სასარგებლოდ გამოყენებას.
მოცემულ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის სკოლის დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები - http://www.millennium-school.org/ge/proektebi

"ათასწლეულის სკოლა" აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

ადმინისტრაციული მენეჯერის ფუნქციებია:

** სკოლის საქმისწარმოების წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს სკოლის კორესპონდენციის და საქმიანი დოკუმენტაციის წარმოებას, დახარისხებას და შენახვას;
** ადმინისტრირებას უწევს სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვას, მობილობის პროცესებს;
** აფორმებს ხელშეკრულებებს მოსწავლის მშობლებთან და სკოლის პერსონალთან;
** ადგენს სასკოლო სასწავლო ცხრილს და შეთანხმების საფუძველზე შეაქვს მასში პერიოდულად ცვლილებები;
** საჭიროების შემთხვევაში, აწარმოებს დაგეგმილი საგაკვეთილო საათების ჩანაცვლების ცხრილს (აღრიცხავს ჩატარებულ და გაცდენილ საათებს) და წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას ფინანსურ მენეჯერს;
** ადმინისტრირებას უწევს საბაზო - საშუალო საფეხურზე სკოლის ელექტრონულ ჟურნალს (Schoolbook);
** უზრუნველყოფს ელექტრონულ სისტემაში (http://eflow.emis.ge/ https://school.emis.ge/) მუშაობა;
** სწავლის დაწყებამდე ინფორმაციას იძიებს ტრანსპორტით სარგებლობის მსურველთა შესახებ, აგროვებს მათ მონაცემებს და ტრანსპორტის წარმომადგენლებთან ერთად აკომპლექტებს სამარშრუტო ხაზებს. შეგროვებულ მონაცემთა ბაზას გადასცემს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების გამცილებელს;
** აქტიურად თანამშრომლობს სკოლის სამეურნეო სამსახურის უფროსთან;
** მონაწილეობს სკოლის სხვა შიდა რეგულაციებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრულ პროცესებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** იცნობდეს კანონს ზოგადი განათლების, საქართველოს შრომის კოდექსს, ეროვნულ სასწავლო გეგმას.

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org. აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. საბუთების მიღება მიმდინარეობს 27 დეკემბრის ჩათვლით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.