Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ადმინისტრაციული სპეციალისტი
მომწოდებელი: HSE Group
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / განცხადების ვადა: 11 იანვარი

"HSE Group" არის შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2016 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. "HSE Group" თანამშრომლობს წამყვან ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან. კომპანიის მიზანია შრომის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება, პარტნიორ კომპანიებში უსაფრთხო სამუშაო სივრცის შექმნა, და მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება როგორც ქვეყნის კანონმდებლობაზე, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://hsegroup.ge/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბამბის რიგი N7
ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის კვალიფიკაციაზე დაყრდნობით
სრული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 09:00-18:00

ფუნქცია-მოვალეობები:

** შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის საქმიანობის შიდა სისტემების/პროგრამების მართვა
** კომპანიაში არსებული დოკუმენტაციის, სასწავლო მასალების, ელ. რესურსების ადმინისტრირება
** ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში მონაწილეობა
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან მიმდინარე სამუშაო პროცესებთან დაკავშირებით
** მონაწილეობის მიღება ორგანიზაციული ხედვის, მიზნების, პოლიტიკის განსაზღვრასა და აღსრულებაში
** კომპანიის დასაქმებულების ადმინისტრაციული მხარდაჭერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობისა და რეგლამენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)

უნარები და პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობიანი;
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@hsegroup.ge. გთხოვთ, გაითვალისწინოთ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ შპს "ეიჩესი ჯგუფი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

შპს "ეიჩესი ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.