Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / განცხადების ვადა: 11 იანვარი

კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.

კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.

კლინიკა "მედის" პრიორიტეტები:

** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1 წლის გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე ან შესაბამისი პროფილის კომპანიაში
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფლობდეს ინფორმაციას ექიმების გრაფიკებისა და პაციენტების ჩაწერის შესახებ;
** შეინარჩუნოს წესრიგი სამუშაო ადგილზე;
** შეავსოს პაციენტის ყველა საჭირო დოკუმენტაცია;
** შეატყობინოს ასისტენტს ან ექიმს პაციენტის ვიზიტის შესახებ;
** შეუქმნას კომფორტი მომლოდინე პაციენტს;
** დაგვიანების ან ვიზიტის გადადების შემთხვევაში აცნობოს ექიმს ან ასისტენტს;
** 15 წუთზე მეტი დაგვიანების შემთხვევაში დაურეკოს პაციენტს, დააზუსტოს მიზეზი და პროგრამულად ასახოს;
** მოახდინოს პაციენტის ინფორმირება პროცედურების, მათი ღირებულებისა და აქციების შესახებ;
** დაითვალოს თანხა, განახორციელოს გადახდა სალარო აპარატის მეშვეობით;
** შეამოწმოს პაციენტის მიერ წარმოდგენილი საბანკო ბარათები, ჩაატაროს გადახდის ოპერაცია;
** განახორციელოს სისტემატური კონტროლი სალარო აპარატზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საჩუქრები დაბადების დღეზე;
** მომხიბვლელი ფასდაკლებები პროცედურებზე;
** სასაჩუქრე ქულები კომპანიისგან წელიწადში 5 ჯერ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: hr@medi.ge .

გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.