Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: საოპერაციო რისკების და შიდა კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / განცხადების ვადა: 31 დეკემბერი

ს.ს. "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" - საოპერაციო რისკების და შიდა კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე ეძებს გუნდის ახალ წევრს.

კორპორაციის ძირითადი საქმიანობა - ინოვაციური გადაწყვეტილებებით მარტივი, უსაფრთხო და მოხერხებული გადახდების სისტემის ჩამოყალიბებაა, Visa International, MasterCard Worldwide, და UPI (Union Pay International) - ის რეგულაციებისა და PCI (Payment Card Industry) მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.

სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაოს ძირითადი ამოცანები და პასუხისმგებლობები:

** RCSA-ის პროცესის მართვა;
** აუთსორსინგული პროცესების შეფასების სისტემის მართვა;
** KRI-ების პროცესის მართვა;
** რისკ მატრიცების პროცესის მართვა;
** ახალი რისკების შეფასების პროცესის მართვა;
** ორგანიზაციის პროცესებში საოპერაციო რისკების და ინციდენტების გამოვლენა, კლასიფიკაცია, აღრიცხვა;
** გამოვლენილი საოპერაციო რისკების და ინციდენტების გამომწვევი რისკ ფაქტორების ანალიზსა და რისკის მინიმიზაციის ინსტრუმენტების და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** საოპერაციო რისკების და ინციდენტების მინიმიზაციის მიზნით სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და გეგმის შესრულების კონტროლი;
** საოპერაციო რისკის მინიმიზაციისთვის დანერგილი კონტროლების ტესტირება და ტესტირების შედეგების ანალიზი, წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესაბამისად;
** ორგანიზაციის თანამშრომელთა მხარდაჭერა საოპერაციო რისკების საკითხების კუთხით და შესაბამისი კონსულტირება;
** რისკების, ინციდენტების, კონტროლების ეფექტურობის შესახებ ანგარიშგების მომზადება და შესაბამისი პირებისთვის დეკლარირება;
** საოპერაციო რისკების მართვის მექანიზმების შემუშავება და იმპლემენტაცია;
** ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა-პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.

განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება;
** საბანკო/საფინანსო სფეროში მუშაობის სულ მცირე სამწლიანი გამოცდილება (საოპერაციო რისკების, შიდა კონტროლის ან აუდიტის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად);
** Microsoft-ის პროდუქტების საბაზისო ცოდნა (MS Office);
** ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესად)

უნარები:

** კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი (მონაცემების დამუშავება და ანალიზი);
** კრიტიკული აზროვნება და დეტალებზე ორიენტულობა;
* კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობა, პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ufc.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 დეკემბერი, 2024

შენიშვნა: წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
ცხელი ხაზი 032 2 777 222

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.