"წერტი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ბუღალტრის პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანია წერტი დაარსდა 2019 წელს და ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელია ისეთი პროდუქტების მიმართულებით, როგორიცაა - ნედლი ხორცი, რძის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული და ა.შ.
ფუნქცია-მოვალეობები:
** წარმოების პროცესის ყოველდღიური აღრიცხვა და საბუღალტრო პროგრამაში გატარება;
** პროგრამაში ასახული წარმოების სისწორის კონტროლი;
** პირველადი დოკუმენტების პროგრამასთან შედარება და დაარქივება;
** ფასდადების ბრძანების დოკუმენტის მომზადება/დაარქივება;
** კალკულაციების პროგრამული ასახვა და კონტროლი;
** ნედლეულის გამოსავლიანობის (ბრუტო/ნეტო) გაანგარიშება, ნორმატივების დამტკიცებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება/დაარქივება;
** რეალური და პროგრამული რეცეპტების მუდმივი შედარება და კონტროლი;
** ხორცის მასებიდან შესაბამისი გამოსავლიანობით გარდაქმნის პროგრამული ასახვა;
** წარმოებული პროდუქციის ღირებულებების გადათვლა;
** წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებების კონტროლი;
** დეგუსტაციის აქტების საფუძველზე ჩამოწერის პროგრამული ასახვა;
** საწარმოო ნედლეულისა და ნაწარმი პროდუქციის საწყობების ნაშთების კონტროლი;
** დანაკარგების სტანდარტიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება და აღრიცხვის კონტროლი;
** ხარჯების გადანაწილება წარმოებული პროდუქციის პროპორციულად;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
** მარაგების აღრიცხვა და კონტროლი;
** რეცეპტურის დოკუმენტაციის საფუძველზე კალკულაციების შედგენა;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება და ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით შედარების უწყისების შედგენა;
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა ფუნქციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან სხვა მონათესავე მიმართულებით;
** წარმოების ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** Excel-ის ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები.
ჩვენ გთავაზობთ:
** სადაზღვევო პაკეტს;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** გუნდურ, აქტიურ, დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად, სიახლეების შექმნაში ჩართვის შესაძლებლობას;
** ლოკაცია - ქ.თბილისი, ვაშლიჯვარი;
** სამუშაო განრიგი - კვირაში 5 დღე, 09:00-18:00.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tserti.ge 2025 წლის 10 იანვრის ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:
გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.
კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.
გისურვებთ წარმატებას!