"ვიანი" აცხადებს ვაკანსიას გადაუდებელი მედიცინის ექიმის პოზიციაზე ბათუმში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალი, აეროპორტის გზატკეცილი #64
ძირითადი მოვალეობები:
** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
** პაციენტის მიღება, ინტერვიუირება, ანამნეზის შეკრება;
** მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ;
** შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
** საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა შესაბამის სპეციალობაში-"გადაუდებელ მედიცინაში" სახელმწიფო სერტიფიკატი;
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 დეკემბერი, 2024 წელი
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://vian.health/ka/career/?careerId=1246
"ვიანი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.