"საზოგადოება ბილიკი" აცხადებს კონკურსს ABA პროგრამის ფარგლებში ქცევის თერაპევტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: გორი, "საზოგადოება ბილიკის" ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი.
ქცევის თერაპევტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ საბაკალავრო განათლება: ფსიქოლოგიის, სპეც პედაგოგიკის, სამედიცინო, ოკუპაციური თერაპიის ან რომელიმე სხვა მომიჯნავე სპეციალობის განხრით. უპირატესობა მიენიჭება პროფესიით ფსიქოლოგს;
** ქცევის თერაპიის საბაზისო კურსი: მონაწილეს გავლილი უნდა ჰქონდეს ABA თერაპიის ბაზისური ტრენინგი და შესაბამისი პრაქტიკული ნაწილი;
** სავალდებულოა ბავშვისა და მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა;
** სავალდებულოა ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 6 თვის გამოცდილება.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** ბავშვის უნარების შეფასება და სამუშაო პროგრამის შედგენა სუპერვაიზორთან ერთად;
** ბენეფიციარის ოჯახში/ბაღში/ცენტრში ვიზიტების განხორციელება (საჭიროების მიხედვით);
** ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებული მუშაობის დაგეგმვა და განხორციელება, მშობლის ჩართულობის უზრუნველყოფით;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ინდივიდუალური ჩანაწერების განხორციელება;
** ბენეფიციარის ინდივიდუალური დოკუმენტაციის და განვითარების გეგმის წარმოება;
** მულტიდისციპლინარული გუნდის შეხვედრებში მონაწილეობა;
** სამუშაო შეხვედრებზე და ტრენინგ კურსებში მონაწილეობა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა, ურთიერთთანამშრომლობა;
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციაში;
** სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე, დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ელექტრონულ მისამართზე: societybiliki@gmail.com
1. ავტობიოგრაფია/CV;
2. სამოტივაციო წერილი.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 8 იანვარი.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ქცევის თერაპევტი".