Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ვიდეო-მონიტორინგის ჯგუფის ოპერატორი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / განცხადების ვადა: 10 იანვარი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (http://www.nova.ge) აცხადებს ვაკანსიას ვიდეო-მონიტორინგის ჯგუფის ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი მოვალეობები:

** ვიდეო-კამერებით, კომპანიის კუთვნილი ობიექტების, ასევე თანამშრომლების და ვიზიტორების ქმედებების კონტროლი;
** წესრიგის დამრღვევი ან დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება და უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება;
** თანამშრომლების მხრიდან, შინაგანაწესით განსაზღვრული (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება) ნორმების, ასევე გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
** წარმოებისა და ლოჯისტიკური პროცესების (საქონლის მიღება-დატვირთვა-გადმოტვირთვა-გაცემა) ვიდეო-მონიტორინგი და შეუსაბამობების გამოვლენა;
** რაპორტინგი და ხელმძღვანელის იმ საკითხებზე ინფორმირება, რომლის გადაწყვეტა მის კომპეტენციას ცდება;
** საჭიროების შემთხვევაში, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა დამატებითი მოვალეობების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;

სასურველი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** პედანტური;
** პუნქტუალური.

დამატებითი ინფორმაცია:

ანაზღაურება - შეთანხმებით;
სამუშაო გრაფიკი - სრული

განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2025 წლის 10 იანვარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@nova.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ვიდეო-მონიტორინგის ჯგუფის ოპერატორი თბილისი".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.