საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია "GOLD WAY GROUP" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
ანაზღაურება: შეთანხმებით გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთის მიღება/დამუშავება
** პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება
** გადაზიდვების დაგეგმარება და განხორციელება
** გადაზიდვის პროცესის მონიტორინგი
** დოკუმენტაციის შესაბამისი განყოფილებისთვის მიწოდება
** ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
სავალდებულო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სახმელეთო/საზღვაო/საჰაერო გადაზიდვების წარმოების გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
** სამედიცინო დაზღვევა
** კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით.
** ტაქსის მომსახურება კომპანიის მიზნებისთვის.
** თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: hello@goldway.com.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
გისურვებთ წარმატებებს!