ვეძებთ კადრს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ვანი.
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტების მონიტორინგი და კონტროლი;
** იზრუნოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე;
** მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა;
** განახორციელოს ინსპექტირება შრომის უსაფრთხოების კუთხით;
** დღიური რეპორტინგის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სამშენებლო სფეროში, კონკრეტულად გზის გადაკეტვა/კონტროლი და ტრანშეებში მუშაობა;
** სავალდებულოა სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის/ დიპლომის ფლობა;
** შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** ახალ გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი / 9:00 - 18:00 საათი);
** ანაზღაურება: 2000 ლარი ხელზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (СV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hsesvani@gmail.com 2024 წლის 30 დეკემბრამდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.