შპს "დაკო ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, ძირითადად, იმპორტის მიმართულებით.
შპს "დაკო ტრეიდი" გახლავთ ევროპული, პრემიალური ბრენდების იმპორტიორი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია ეძებს კანდიდატს, რომელსაც აქვს სურვილი შეისწავლოს ან განავითაროს ცოდნა და უნარები შესყიდვების მიმართულებით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში, 40 სამუშაო საათი
ანაზღაურება: გამოცდილებიდან გამომდინარე, ქვედა ზღვარი 1200 ლარიდან
სავაჭრო წარმომადგენლის ყოველდღიური ფუნქცია-მოვალეობები:
** ბაზრის მუდმივი კვლევა და ახალი მომწოდებლების მოძიება
** მიმდინარე ან პოტენციურ მომწოდებლებთან მუდმივი ურთიერთობა და მოლაპარაკების პირობების განხილვა
** პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა
** საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია შესყიდვების და/ან იმპორტის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა, დამატებით, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** აუცილებელია ექსელში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება
თანამშრომლის სარგებლის სისტემა:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ულიმიტო სასაუბრო დრო
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy4vacancy@gmail.com
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
შპს "დაკო ტრეიდის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "დაკო ტრეიდი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "დაკო ტრეიდის" მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!