საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია "GOLD WAY GROUP" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
ანაზღაურება: შეთანხმებით გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
** ბიუჯეტირების პროცესისთვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება, საჭირო ორგანიზაციული ერთეულების პროცესში ჩართვის უზრუნველყოფა და ბიუჯეტის დაგეგმვის ორგანიზება;
** პროექტების ფინანსური მოდელების შექმნა, პერიოდული კორექტირება/განახლება.
** პროექტების ფინანსური მონიტორინგი, გადახრების ანალიზი და რეპორტინგი;
** ფინანსური ანგარიშგებების აწყობა ბუღალტრული ინფორმაციიდან (ფულის მოძრაობა, მოგება-ზარალი და ა.შ.)
** არსებული პროექტების დეტალური ბიუჯეტირება და ბიუჯეტის საჭიროებისამებრ განახლება;
** კომპანიის ფინანსური მომგებიანობის ანალიზი;
** ფინანსური ფორმების სტანდარტიზება და რეპორტინგის სისტემის აწყობა;
ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების მიმდინარე მხარდაჭერა ფინანსურ საკითხებზე (საჭირო ფორმების მომზადება, ფინანსური მოდელების დამუშავება, კომერციული გუნდის საფასო პოლიტიკის შემუშავება...)
სავალდებულო მოთხოვნები:
** განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** სამედიცინო დაზღვევა;
** Fitpass;
** კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით;
** ტაქსის მომსახურება კომპანიის მიზნებისთვის;
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** განვითარების შესაძლებლობა;
** თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: hello@goldway.com.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი.
გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.