Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ტრენინგი: ჯანდაცვის მენეჯმენტი, სამედიც. ხარისხი, ფარმაცია
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / განცხადების ვადა: 11 იანვარი

"VIP Intellect Group" გთავაზობთ: ჯანდაცვის მენეჯმენტის, სამედიცინო ხარისხის კონტროლის, სამედიცინო წარმომადგენლის, ფარმაკოლოგიის და სამედიცინო რეგისტრატორის კურსებს!

შეგიძლიათ ენდოთ ჩვენი გუნდის 23-წლიან გამოცდილებას!

ტრენინგების ჩატარება შესაძლებელი იქნება, როგორც დისტანციურად, ასევე ტრენინგ ცენტრში მოსვლით!

1. ჯანდაცვის მენეჯმენტის აკრედიტებული კურსი

პროგრამას მინიჭებული აქვს აკრედიტაცია (რს-560) სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ!

კურსის მიზანია: კვალიფიციური ჯანდაცვის მენეჯერების მომზადება, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესების ეფექტიან ადმინისტრირებას შეძლებენ.

მიზნობრივი ჯგუფები: ჯანდაცვის და სადაზღვევო ორგანიზაციების პერსონალი, ზოგადი სამედიცინო მენეჯერები, სექტორში სწრაფი კარიერული წინსვლით დაინტერესებული პირები, სტუდენტები, ამ სფეროებში დასაქმების მსურველები, რომელთაც სურთ იმუშაონ სამედიცინო დაწესებულებში მთავარ ექიმად, სამედიცინო ექსპერტად, პროგრამის კოორდინატორად, მენეჯერად, მითერად, ხარისხის კონტროლში, დაზღვევაში, სამედიცინო სოციალურ ექსპერტიზაში, ადამიანური რესურსების მართვა, რეცეფშენში, ქოლცენტრში.

ტრენინგის მასალა:

** შესავალი ჯანდაცვის მენეჯმენტში
** დაგეგმვა, სტრატეგია
** კადრები, კომუნიკაცია, სერვის პლუსი
** სამედიცინო მარკეტინგი
** ჯანდაცვის მენეჯმენტი (იდეალური მენეჯერი, ლიდერობა, მოტივაცია, ორგანიზაციული კულტურა, ჯანდაცვის პოლიტიკა).
** ეპიდემიოლოგია, ინფექციური დაავადებები (აცრების კალენდარი, დიარეა, წითელა...)
** სადაზღვევო საქმე (ფრანშიზა, გადაზღვევა)
** სიტუაციური ამოცანები case (ქართული ქეისი)
** საყოველთაო ჯანდაცვა - შესრულებები
** ხარისხის კონტროლი
** სამედიცინო სამართალი, კადრები და ხელშეკრულებები (კანონი პაციენტის უფლებების შესახებ)
** დაავადებების პრევენცია, არაინფექციური დაავადებები (გიდ, სასუნთქი, კნტ)
** ონკოლოგია (ლეიკემია, ფილტვის კიბო, ძუძუ, პროსტატა ...)
** თავ-კისრის ონკოლოგია, სტომატოლოგიური და ონკოლოგიური კლინიკის
** სამედიცინო ინგლისური

პროგრამა ასახავს ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე შრომის ბაზრის სპეციფიკურობას, მისი მართვის უახლეს ტექნოლოგიებს და თანამედროვე მეთოდებს.

გაითვალისწინეთ: სრული კურსის გავლის შემდგომ ტესტირებაში უმაღლესი შეფასების მქონე მსმენელებზე გაიცემა სარეკომენდაციო წერილი.

პროგრამის ხელმძღვანელი: ანა სხვიტარიძე - ჯანდაცვის და ხარისხის კონტროლის მენეჯერი, ექსპერტი.

MD PHD-მედიცინის დოქტორი, პროფესორი. საერთაშორისო კლინიკა "სილკ მედიკალის" მთავარი ექიმი.

კურსი მოიცავს: 2 თვეს
კურსის ღირებულება თვეში: 390 ლარი

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში

2. ტრენინგ კურსი: "სამედიცინო ხარისხის კონტროლი და მართვა"!

კურსის მიზანია: სამედიცინო ხარისხის კონტროლის სამსახურის მენეჯერების მომზადება, რომლებიც ჯანდაცვის სფეროს თანამედროვე მოთხოვნების პირობებში კვალიფიციურ ადმინისტრირებას შეძლებენ.

მიზნობრივი ჯგუფები: ჯანდაცვის, სადაზღვევო ორგანიზაციების და სამედიცინო დაწესებულებაში ხარისხის კონტროლის მენეჯერები, ექსპერტები, პროგრამის კოორდინატორები, სექტორში სწრაფი კარიერული წინსვლით დაინტერესებული პირები, სტუდენტები და ა.შ.

მოდულირებული პროგრამა მოიცავს: მიმდინარეობს ქართულ ენაზე ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. ტრენინგი დაფუძნებულია პრაქტიკაზე და მასში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სფეროში არსებული მოთხოვნები.

კურსის მსვლელობისას მსმენელები შეიძენენ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს.

მოდულში გაერთიანებულია:

** ჯანდაცვის მენეჯმენტის ზოგადი დებულებები და სამედიცინო ხარისხი: ხარისხის კონტროლის მიზანი; ხარისხის მართვის ერთეულის ფუნქციები; პერიოდული მონიტორინგი და კონტროლი; საზოგადოებრივი ჯანდაცვა; სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდ საწინააღმდეგო რეჟიმის უზრუნველყოფა; ნოზოკომიური ინფექციების კონტროლისა და აღრიცხვის პროცესის მართვა; ჰოსპიტალური ინფექციების პროფილაქტიკა; სამედიცინო სტატისტიკა; ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა (ხარისხის მართვის) სისტემა; პაციენტის და სამედიცინო პერსონალის კმაყოფილების შეფასება, მონიტორინგი და ანალიზი; ტესტირების კითხვარის შედგენა; პაციენტთა უსაფრთხოების წესები; რეჰოსპიტალიზაციის და მრავალჯერადი ჰოსპიტალიზაციის; სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის მაჩვენებლები.
** კლინიკის ადმინისტრირება, ჯანდაცვის კანონმდებლობა, სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის შესწავლა, ფორმა 100, საავადმყოფო ფურცელი
** ეთიკური საკითხების განხილვა: ლეტალური გამოსავალი; პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება; სამედიცინო შეცდომა/სამედიცინო გადაცდომა; ნოზოკომიური ინფექცი (ებ)ის დადასტურებული შემთხვევა; პაციენტის/პაციენტის წარმომადგენლის საჩივარი;
პროგრამა ასახავს ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე შრომის ბაზრის სპეციფიკურობას, მისი მართვის უახლეს ტექნოლოგიებს და თანამედროვე მეთოდებს.

პროგრამის ხანგრძლივობა:

** კურსი მოიცავს: 8 ლექცია
** კურსის ღირებულება: 300 ლარი

ტრენერი - ანა სხვიტარიძე - MD PHD-მედიცინის დოქტორი, პროფესორი. საერთაშორისო კლინიკა "სილკ მედიკალის" მთავარი ექიმი. ჯანდაცვის და ხარისხის კონტროლის მენეჯერი, ექსპერტი.

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში

3. სამედიცინო წარმომადგენლის სასერტიფიკატო კურსი

ტრენინგი განკუთვნილია უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირებისთვის.
კურსის მიზანია: სამედიცინო წარმომადგენლების გადამზადება

კურსი მოიცავს:

** კომუნიკაციის საფუძვლები და ფსიქოლოგია, მოსმენა კომუნიკაციის ბარიერი;
** პიროვნების ფსიქოტიპები და თვისებები;
** კომუნიკაცია სხვა და სხვა ფსიქოტიპებთან;
** კომპეტენციის დონეები, პოტენციალი, ვიზიტის ეტაპები;
** ლოგიკური და მოტივირებული მოთხოვნები, პრეზენტაცია, შეთანხმება;
** სიტუაციური ამოცანები, ტესტირება.

კურსი მოიცავს: 6 ლექციას
კურსის ღირებულება: 250 ლარი

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში

4. ფარმაკოლოგიის შემსწავლელ კურსი, უფასო პრაქტიკით "პსპში" და "იმპექსში" - საუკეთესოების დასაქმებით!

ვისთვისაა კურსი გათვლილი:

ფარმაკოლოგიით დაინტერესებულ ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც აქვს საშუალო ან უმაღლესი განათლება ფარმაციის ან სამედიცინო სფეროში, ასევე შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისთვის. აგრეთვე პარაფარმაციით დაინტერესებული პირები შესაძლებელია იყვნენ არასამედიცინო განათლების მქონე.

ტრენინგ-კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს და გათვალისწინებულია ისეთი მსმენელებისთვის, ვისაც სურს აფთიაქში მუშაობა ფარმაცევტად, ფარმაცევტის თანაშემწედ, კონსულტანტად, ან მუშაობს კონსულტანტად აფთიაქში და სურს პროფესიული დონის ამაღლება.

შუალედური ტესტირება ჩატარდება - ყოველ განვლილ თეორიულ ნაწილზე.
ხოლო კურსის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება!

კურსდამთავრებული სტაჟირებას გაივლის სრულიად უფასოდ "პსპს" და "იმპექსის" სააფთიაქო ქსელებში, როგორც თბილისში ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში!

თეორიული კურსი გრძელდება: 2 თვე
კვირაში 3-ჯერ ტარდება საათნახევრიანი ლექცია
თეორიული კურსის ღირებულება: 500 ლარი

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში

5. სამედიცინო რეგისტრატორის მოსამზადებელ კურსი

კურსის შესახებ: კურსი ორიენტირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა იმისათვის, რომ კონკურენციის პირობებში მეტად მარტივად და კვალიფიციურად დასაქმდნენ სხვადასხვა წამყვან სამედიცინო ორგანიზაციაში, რეგისტრატორის პოზიციაზე.

კურსის მიზანია: მოლაპარაკების პრინციპების, ტექნიკისა და მართვის უნარების გამომუშავება.
კურსის მსვლელობისას მსმენელები შეიძენენ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს.

კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან, ასევე ქეისების აქტიური ანალიზი და მომზადება.

კურსის თემატიკა:

** ზოგადი თერაპიული უნარ-ჩვევები ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაცია;
** ზოგადი ფსიქოლოგია ზოგადი თერაპია;
** ზოგადი ქირურგია;
** ზოგადი ფარმაკოლოგია;
** ჯანმრთელობის დაზღვევა კორპორაციული დაზღვევა;
** ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა საყოველთაო ჯანდაცვა დაზღვეული პაციენტის მომსახურება მოლაპარაკებების ძირითადი კომპონენტები;
** მოლაპარაკების პროცესი გადაწყვეტილების მიღება;
** მოლაპარაკებების დროს სტრატეგიების სწორად გამოყენება.

სრული კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია
კვირაში ჩატარდება: 3 ლექცია
კურსის ღირებულება: 280 ლარი

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე: http://vipintellect.ge/ge

ტელ: 551196110; 593618212;
მის: წერეთლის 87ზ, დიდუბე პლაზას მოპირდაპირედ სკვერთან.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.