კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში. კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.
კლინიკა "მედის" პრიორიტეტები:
** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო
საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას სანიტრის პოზიციაზე.
პირობები:
** მდებარეობა-თბილისი
** გრაფიკი-ყოველ მეორე დღეს 09:00 საათიდან 21:00 საათამდე
** ანაზღაურება- 750 ლარი
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** უზრუნველყოს განყოფილების სისუფთავის დაცვა;
** ყოველდღიურად დაალაგოს განყოფილება: ჰოლი, ინვენტარის სისუფთავის დაცვა, ჩაატაროს სადეზინფექციო საშუალებებით დასუფთავება.
** მოწესრიგება და სველი წერტილების საჭიროებისამებრ აღჭურვა;
** ნაგვის დროული გატანა;
** სველი წერტილების დალაგება/დასუფთავება.
** ჰოლში არსებული სანაგვე ცელოფნების შემოწმება შეცვლა;
** თვეში ერთხელ მოიმარაგოს საწმენდი საშუალებები.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) 2025 წლის 10 იანვრამდე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@medi.ge.