Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ლოგისტიკისა და შესყიდვების მართვის კურსი
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / განცხადების ვადა: 11 იანვარი

"VIP Intellect Group" გთავაზობთ ტრენინგ პროგრამებს ლოგისტიკა და შესყიდვების მართვა.

შეგიძლიათ ენდოთ ჩვენი გუნდის 23 წლიან გამოცდილებას!

ლექციების ჩატარება შესაძლებელია, როგორც ტრენინგ ცენტრში მოსვლით, ასევე დისტანციურად!

კურსის სახელწოდება: ლოგისტიკა და შესყიდვების მართვა

წლების მანძილზე ჩვენს მიერ მომზადებულები არის სხვადასხვა წამყვანი კომპანიის ლოგისტიკის განყოფილების კადრები, მათ შორისაა: სოკარ ჯორჯია, შავი ზღვის ტერმინალი, ივერმედი, ვესტ ინვესტი, ნიკორა ტრეიდი, თეგეტა მოტორსი, კავკასუს ონლაინი, დიო, ინსტა, ფარმაცევტული კომპანიები, სხვადასხვა სატრანსპორტო, გადამზიდავი კომპანიები და მრავალი სხვა..

კორპორაციული კლიენტებისათვის ხორციელდება ტრენინგების ჩატარება, როგორც ჩვენს ოფისში, ასევე ადგილზე მოსვლით ან დისტანციურად, სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე შეგირჩევთ საჭირო მოდულს.

კურსი მსმენელს საშუალებას აძლევს მიიღოს და გაიღრმაოს ცოდნა ლოგისტიკის და შესყიდვების მიმართულებით, რათა წარმატებით შეძლონ აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობა. კურსის თეორიული და პრაქტიკული ნაწილი მსმენელს აძლევს საშუალებას კრეატიულად და ინოვაციურად მიუდგეს ამ სფეროში არსებულ სხვადასხვა პრობლემებს და მონახოს მათი ეფექტურად გადაჭრის გზები.

კურსდამთავრებული შეისწავლის შემდეგ საკითხებს:

** Sales Forecasting-გაყიდვების პროგნოზირება;
** Procurment-შესყიდვების მართვა;
** Expedition-ტრანსპორტირების მართვა;
** Warehouse Management -საწყობის მართვა;
** Delivery-მიწოდება.

კურსის მნიშვნელობა:

კურსი მიზნად ისახავს კომპანიებში ლოგისტიკის და შესყიდვების მნიშვნელობის დადგენას, ფუნქციონალურ და სტრუქტურულ ანალიზს, პასუხისმგებლობის დაზუსტებას და კომპეტენციების სრულყოფილ გადანაწილებას.

პროგრამა მოიცავს:

** შესავალი ლოგისტიკაში, ლოგისტიკის მნიშვნელობა, მიზნები და მათ შორის არსებული კონფლიქტები;
** შესყიდვების ბაზრის კვლევა, რისკების ანალიზი, მომწოდებლების მოძიება, მათთან მოლაპარაკების წარმოება და შერჩევა, შესყიდვების სტრატეგიები;
** მარაგების როლი სავაჭრო და ინდუსტრიულ კომპანიებში და მისი მართვა;
** მოთხოვნის მოდელირება და გაყიდვების პროგნოზირება;
** ტრანსპორტის სახეობების ანალიზი და კომბინირებული ტრანსპორტი;
** ინკოტერმსი და მისი გამოყენება საერთაშორისო გადაზიდვებში;
** საბაჟო პროცედურები და დაზღვევა;
** ლოგისტიკური ცენტრები და სასაწყობო მეურნეობა;
** დისტრიბუციის ლოგისტიკა, მარშრუტების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;
** ქეისების განხილვა ქართული და უცხოური კომპანიების მაგალითზე;
** ლექციების მიმდინარეობისას დიდი ნაწილი ეთმობა პრაქტიკული მაგალითებს, ლოგისტიკის და შესყიდვების მსოფლიოში არსებულ უახლესი ტენდენციებს მიმოხილვას და სხვადასხვა ამოცანებს.

კურსდამთავრებული შეძლებს: აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ სპეციალისტი შეძლებს მართოს პროცესები: შესყიდვების, დისტრიბუციის, საწყობის/მარაგების მართვას, ტრანსპორტირებას, მოთხოვნის პროგნოზირებას, ხარჯების მინიმიზაციას და სხვა. ლოგისტიკის და შესყიდვების სპეციალისტებს შეუძლიათ წარმატებით იმუშაონ, როგორც სახელმწიფო და სამხედრო სტრუქტურებში, ასევე საბანკო, საწარმო, სადისტრიბუციო, სატრანსპორტო და სხვა ტიპის კერძო კომპანიებში.

კურსი მოიცავს: 20 საათს
კურსის ღირებულება: ჯგუფში ერთი მონაწილისთვის 580 ლარი, სტუდენტებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

კურსის ბოლოს ჩატარდება ტესტირება და გაიცემა სერტიფიკატი!

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე:http://vipintellect.ge/ge
შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: http://www.vipintellect.ge/ge/register

ტელ.: 551 196110; 593 618212;
ელფოსტა: ninovipicg@gmail.com
მის: წერეთლის 87ზ, დიდუბე პლაზას მოპირდაპირედ სკვერთან.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.