პირველი ნაბიჯი 26 წელია ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე, რათა უზრუნველყოს ბავშვებისა და მათი ოჯახების ღირსეული ცხოვრება. ორგანიზაცია 800-ზე მეტ ბავშვს ემსახურება ყოველთვიურად და ახორციელებს ბავშვთა ადრეული განვითარების, აუტიზმის, დღის ცენტრის, ბინაზე მოვლის პროგრამებს და მათ ფარგლებში 12 მიმართულებას.
დაარსების დღიდან ორგანიზაციის მიზანია გააუმჯობესოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება, დაეხმაროს მიიღონ საჭირო განათლება და დაისწავლონ ახალი უნარები, რათა მოხდეს მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში.
სამუშაო აღწერილობა: საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების მენეჯერი (ააიპ "პირველი ნაბიჯი საქართველო")
ადგილმდებარეობა: თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
ორგანიზაციის შესახებ:
ძირითადი მოვალეობები:
პოზიცია პასუხისმგებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის და ფონდების მოძიების სტრატეგიისა და კამპანიების შემუშავებასა და განხორციელებაზე, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზაციის სერვისების პოპულარიზაციას, ახალი დონორებისა და ბიზნეს შესაძლებლობების განვითარებას. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების მენეჯერი იმუშავებს ორგანიზაციის დირექტორის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ, მჭიდროდ ითანამშრომლებს სამეთვალყურეო საბჭოსა და პოტენციურ დონორებთან.
მოვალეობები და ამოცანები:
** კამპანიების შემუშავება და განხორციელება, რომელიც მოიცავს სამ სტრატეგიულ მიზანს;
** ორგანიზაციის ცნობადობის ამაღლება;
** ფონდების მოძიება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.
** მჭიდრო ურთიერთობების დამყარება ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან და ორგანიზაციებთან, შემდგომი თანამშრომლობის მიზნით.
** ფონდების მოძიების მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
** არსებული დონორების შენარჩუნების მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება. პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება ადგილობრივ ბიზნეს სექტორსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან.
** დონორების მოძიება და პოტენციური პარტნიორი ორგანიზაციების/კომპანიების სიების შედგენა.
** ორგანიზაციის სერვისების პოპულარიზაცია.
** ორგანიზაციის PR საჭიროებების მართვა, მათ შორის მედიასთან ურთიერთობა.
** სარეკლამო/ბეჭდური მასალების მომზადება.
** სოციალური მედიისა და ვებგვერდის მართვა.
** სასპონსორო წინადადებებისა და ანგარიშების მომზადება.
** შიდა კომუნიკაციები, თანამშრომლებთან ურთიერთობა, სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება.
საჭირო კვალიფიკაციები:
** მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
** მინიმუმ 2 წლის სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის/ მარკეტინგის მიმართულებით.
** ფონდების მოძიების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
უნარები და მახასიათებლები:
** ლიდერობა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და მაღალი მოტივაცია.
** კომუნიკაციის უნარების ფლობა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან მუშაობის გამოცდილება (მთავრობის წარმომადგენლები, დონორები, ჟურნალისტები და სხვ.).
** მრავალფუნქციურ გარემოში მუშაობისა და სტრესულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (ზეპირი და წერითი).
** MS office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
ძირითადი კომპეტენციები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის უნარები
** ორგანიზაციის პრიორიტეტების განსაზღვრა და სტრატეგიული ხედვის შემუშავება
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com
განაცხადები მიიღება 2025 წლის 24 იანვრამდე.
გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ინტერვიუსთვის დაკავშირება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება.